საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს, (ჯამში 3.4 პპ-ით) – ამის შესახებ ეროვნული ბანკის თებერვლის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს (3.0%) უტოლდება.
შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია 5.5% იყო. ამ კატეგორიაში ყველაზე დიდი წვლილი ზეთზე, კარტოფილსა და შოკოლადზე (ჯამში 2.4 პპ) მოდიოდა.
იმპორტირებული პროდუქტების ფასების წლიურმა ცვლილებამ -0.1% შეადგინა. იმპორტირებული პროდუქტების დეფლაციაზე ყველაზე მეტად საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაიაფება მოქმედებდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
სებ-ის მიმოხილვაში 4.8%-მდე დაჩქარებული წლიური ინფლაციის ფაქტორებიცაა აღნიშნული. ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ 2025 წლის II კვარტალიდან სამიზნე 3.0%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც სებ-ის შეფასებით, მეტწილად საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ ფაქტორებს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ იანვარში ყოველთვიური ინფლაციაც დაჩქარდა. კერძოდ, 2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.2% შეადგინა. დეკემბერში ეს მაჩვენებლი მინუს 0.2% იყო.
„იანვარში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში აღსანიშნავი პომიდორის და კიტრის გაძვირება იყო, რამაც თვის ინფლაციაში 0.25 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ამის საპირისპიროდ, თვითმფრინავის ბილეთის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.07 პპ-ით შეამცირა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მორიგი განახლება გამოაქვეყნა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიისა…
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 282.64 მლნ აშშ დოლარი (761.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 16.6%-ით (40.2…
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს „თოლიკეთი“ დააჯარიმა. 9 თებერვალს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, კომპანია 3 000 ლარით დაჯარიმდა. მიზეზი ანგარიშვალდებული პირის მიერ…